„გაზაფხული შემოსულა ლენ“ - აფხაზეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმტაცი ღონისძიება 
21-03-2025

ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

6 მარტს, სკოლის მოსწავლეებმა, გაზაფხულის და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს, სახელწოდებით „გაზაფხული შემოსულა ლენ“. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს, მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ღონისძიება გაჯარებული იყო მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით. 

„ეს დღე ჩვენმა საამაყო მოსწავლეებმა მთელი სამყაროს ქალბატონებსა და დედებს მიუძღვნეს და დარბაზში ნამდვილი გაზაფხული მოიყვანეს. მადლობა მუსიკის პედაგოგ ნანა ფერაძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზირებისთვის დირექციას მხარდაჭერისთვის და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენ საამაყო სკოლას მადლობა რომ გვანებივრებთ ასეთი ღონისძიებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...