წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ გამოწვევებს ფეხს წარმატებით უწყობენ.
6 თებერვალს, კოხტის საჯარო სკოლაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე - „შეფასების სისტემის ვერიფიკაცია“.
შეხვედრას უძღვებოდა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი ნოდარ ანგურიძე.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მსმენელთათვის ინფორმაციის მიწოდება შეფასების სისტემის ვერიფიკაციის, სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის წარმოების შესახებ.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, ბატონმა ნ.ანგურიძემ მსმენელებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. აუდიტორიის მხრიდან დაისვა შეკითხვები, რაზეც მიიღეს კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები.
შეხვედრას ესწრებოდნენ კოხტის, ახალშენისა და ჩივთქილისის საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები.
„მადლობა ბატონ ნოდარ ანგურიძეს ძალიან საჭირო და საინტერესო საკითხების შესახებ ცოდნისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისათვის“.