გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები თუ ღონისძიებები.
სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედებისთვის ინგლისურენოვანი მისალოცი ბარათები დაამზადეს.
ხელოვნების გაკვეთილზე საკუთარი ხელით შექმნილი დეკორატიული თაიგულებითა და მიულოცეს დღესასწაული ყველაზე ძვირფას ქალბატონებს მე-3 კლასელებმა.
მე-2 კლასელებმა კი დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გამართეს და დედის როლსა და ამაგს, ლექსებით, სიმღერებითა და მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით შეასხეს ხოტბა.