„ნახვამდის ანბანო“ - სატივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის დასრულება აღნიშნეს
21-06-2018
სატივის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება აღნიშნეს. 

სკოლაში ღონისძიება - „ნახვამდის ანბანო“ გაიმართა. ღონისძიებას კლასის დამრიგებელი მაია ფანქველაშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასელები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა „დედა ენას“ ვარსკვლავიც გაუხსნეს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები ასევე საგურამოსა და თბილისში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. ექსკურიას ორგანიზება დაწყებითი კლასების პედაგოგებმა გაუწიეს. 

მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი დაათვალიერეს და თბილისის ზოოპარკს და უკრაინულ ცირკს ეწვივნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203