გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა წახალისებითა და მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ.
ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე მეორე სასწავლო წელია, აქტიურად არიან ჩართულნი, ეკონომიკის ოლიმპიადაში და კარგი შედეგებიც აქვთ.
ოლიმპიადის კოორდინატორი მასწავლებელი მარიამ ზაუტაშვილი გახლავთ.
ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში.
იხილეთ ფოტოები: