ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში და წარმატებაც სახეზეა.
ახლახან, სკოლის მოსწავლე გოგონებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე კალათბურთში, კახეთის რეგიონის ფინალურ ეტაპზე დაიკავეს პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და გოგონებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- სიამაყით აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: