21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამასთან დაკავშირებით, დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა - თეა გაჩეჩილაძემ ჩაატარა აქტივობა გზავნილით - „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“.
აქტივობაში მე-12 და მე-10 კლასების მოსწავლეები და ხელოვნების პედაგოგი ელენე ჯიმშიტაშვილი მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს, ამ დღის შესახებ ისაუბრეს, თემატური პლაკატები და ნახატები შექმნეს.
სკოლაში პედაგოგს მადლობას უხდიან ხალისით ჩატარებული აქტივობისათვის.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: