„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი და შემეცნებითი აქტივობები
21-03-2025

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა. 

ინგლისური ენის პედაგოგ ნატო ვანაძის ინიციატივით, სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა. 

მოსწავლეები სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ გარშემო გაერთიანდნენ და სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და გამიჯნეს მითები რეალობისგან. 

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს ჭრელი წინდების მნიშვნელობაზე და თავადვე დაამზადეს ამ დღის ფერადი სიმბოლო.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერომ 2011 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სიდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად. ეს დღე მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...