თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო, მათი მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული აქტივობებით.
ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, პროექტის - „მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდა“ - ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“- ს ესტუმრნენ.
მოზარდები გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოების წესებს გაეცნენ.
ბავშვებმა ინფორმაცია მიიღეს, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა
დარეკონ მსგავსი შემთხვევების დროს და როგორ ითანამშრომლონ ოპერატორთან.
მოზარდებს, ასევე, განემარტათ არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის
სანქციები, რაც გათვალისწინებულია ცრუ ზარის განხორციელების დროს.
იხილეთ ვიდეო: