„წელიწადის დროები“- განძის N2 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება და შემოქმედებითი აქტივობებით შესწავლილი საგაკვეთილო თემა 
21-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. შემოქმედებითი ბუნების დავალებებს მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. 

ახლახან, განძის N2 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა განხორციელეს საინტერესო კომპლექსური დავალება თემაზე - „წელიწადის დროები“.  მოსწავლეებმა დავალებაზე ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილისთვის იმუშავეს. 

მოსწავლეებმა შექმნეს წელიწადის ოთხივე სეზონის ამსახველი ნახატები და საინტერესო პრეზენტაციები გამართეს. 

ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ წელიწადის ოთხივე დრო მშვენიერია. 

სასწავლო პროცესი მოსწავლეთა აქტიურობითა და მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...