მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამხატვრო კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
21-03-2025

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები არაერთ საინტერესო პროექტში იღებენ მონაწილეობას და მრავალმხრივ იუმჯობესებენ უნარებს, რომელსაც ისინი სასწავლო პროცესში იძენენ. 

მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმამოანწილეობა მიიღეს ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, ებრაელი ხალხის ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამხატვრო კონკურსში და შესაბამისი სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 27 იანვარია. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ძალებმა აუშვიც – ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლეს და ევროპაში უდიდესი ნაცისტური სასაკლაო აღმოაჩინეს. აუშვიცი ადამიანის მიერ ჩადენილი უდიდესი სისასტიკისა და ჰოლოკოსტის სიმბოლოდ იქცა. 2005 წლის ნოემბერში გაერომ შეიმუშავა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...