დარჩელის N1 სკოლის მე-8 კლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი შოთა ნიშნიანიძის დაბადების დღეს მიეძღვნა 
21-03-2025

18 მარტს ქართველი პოეტის შოთა ნიშნიანიძის დაბადების დღეა. ამ გამორჩეულ თარიღს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გამოეხმაურნენ. 

მოსწავლეებმა გენიალური პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, მისი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას. აჟღერდა სიმღერებიც. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, ქართველი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბევრი ახალი ინფორმაცია შეიტყვეს და ცოდნა გაიმდიდრეს. 

აღსანიშნავია, რომ შოთა ნიშნიანიძე 1929 წლის 18 მარტს დაიბადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...