ლიის თემის N2 სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
24-03-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

სკოლაში 21 მარტს, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც იყო ცნობიერების ამაღლება და სტერეოტიპების დამსხვრევა.

დაწყებითი კლასების პედაგოგმა - ლანა კაკაჩიამ მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სინდრომის მქონე ცნობილი ადამიანები გააცნო და თითოეულის წარმატების შესახებ ესაუბრა.

მოსწავლეები ასევე სხვადასხვა თემატურ შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერომ 2011 წლის 10 ნოემბერს გამოაცხადა. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად. ეს დღე მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...