ტაბაწყურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
24-03-2025

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდა. 

სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა. 

მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, პრეზენტაცია, მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი.

პროექტს ორგანიზება გაუწიეს ბიოლოგიის მასწავლებელმა - იზოლდა ოვსეფიანმა, რუსული ენის მასწავლებელმა არფინე ოვსეფიანმა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
2006 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...