ხალიფაურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შემეცნებითი პრეზენტაცია მიეძღვნა
24-03-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალიფაურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ტოლერანტობის გაღვივებასა და სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებას. 

შესაბამისად, სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა.

სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შემეცნებითი ხსიათის შეხვედრა ჩატარდა.

პრეზენტაცია ბიოლოგიის მასწავლებელმა, ანა თაბაგარმა ჩაატარა, რომელიც მოსწავლეებს სინდრომის რაობის, მხარდამჭრი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა, მოსწავლეებთან ერთად დაუნის სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია და მითები და რეალობა გამიჯნა. 

მოსწავლეებმა, პედაგოგთა ერთად, ჭრელი წინდების კამპანიის შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ჭრელმა წინდებმა მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ადამიანამდე მიიტანა ინფორმაცია დაუნის სინდრომის, 21-ე ქრომოსომული წყვილის ტრისომიის შესახებ.

სკოლაში მადობას უხდიან ბიოლოგიის მასწავლებელ ანა თაბაგარს საინტერესო პრეზენტაციისათვის.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
2006 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...