ორპირის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ღონისძიება - „გამარჯობა, მეხუთევ!“ გამართეს
21-06-2018
ტყიბულის, ორპირის საჯარო სკოლაში შემეცნებით-გასართობი ღონისძიება - „გამარჯობა, მეხუთევ!“ გაიმართა. ღონისძიებაში მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შემეცნებით-გასართობ აქტივობას კლასის დამრიგებელი მაკა ჯინჯიხაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეებმა მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს.
„მოსწავლეები მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი ნომრებით წარდგნენ. ერთმანეთს ენაცვლებოდა სიმღერა, ლექსი, მხატვრული ტანვარჯიში, ქართული და ევროპული ცეკვა. დამსწრე საზოგადოება აღტაცებული და ბედნიერი დარჩა მოსწავლეთა საოცარი შესაძლებლობებითა და მიღწევებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა ირინა ბერეკაშვილმა აღსაზრდელებს სწავლების შემდგომ საფეხურზე გადასვლა მიულოცა. იხილეთ ფოტოები