ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლის პედაგოგები გარდა იმისა რომ ზრუნავენ მოსწავლეთა ხარისხიან საგნობრივ განათლებაზე, დიდ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების აამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. დღე, როცა ყოველდღიურობაზე ცოტათი მეტს ვაკეთებთ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
ბიოლოგიის მასწავლებლის - დიანა ბიწაძისა და ხელოვნების მასწავლებლის - რუსუდან კაპანაძის ორგანიზებით, სკინდორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ბავშვებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები და ერთმანეთს გაუზიარეს ის ინფორმაცია, რომელსაც ფლობდნენ.
შეხვედრამ ნაყოფიერად, მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით ჩაიარა.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის დღევანდელი დღის ორგანიზატორებს და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებულ და ნაყოფიერ საქმიანობას.
იხილეთ ვიდეო: