აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მათ მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. მათ შორისაა, XII კლასის წარჩინებული მოწაფე, ოქროს მედლის კანდიდატი ანი თედორაძე, რომელმაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლე ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და მას ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ტყვირის საჯარო სკოლა XII კლასის წარჩინებულ მოსწავლეს, ოქროს მედლის კანდიდატ ანი თედორაძეს ულოცავს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში მიღწეულ წარმატებებს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს სწავლასა და პირად ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: