გუმბათის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა 
24-03-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ტოლერანტობის გაღვივებასა და სხვადსხვა მნიშვნელოვან საკითხზე მათი ცნობიერების ამაღლებას. 

21 მარტი,  დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, კი გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარულით, მხარდაჭერითა და თანასწორობით სავსე გარემოს შექმნა თითოეული ადამიანისათვის.

გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ დღის აღსანიშნავად ერთად ნახეს ფილმი, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრებას, შესაძლებლობებსა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მნიშვნელობას ასახავდა. შემდეგ კი გაიმართა დისკუსია.

ღონისძება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

„ჩვენი სკოლა მუდამ მხარს უჭერს თანასწორობასა და მრავალფეროვნებას!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტობი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...