მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯარო ლექციას დაესწრნენ
25-03-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა მხარდაჭრით აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სადაც KIU- ს პროექტის - „საბავშვო უნივერსიტეტის“ ფარგლებში, დაესწრნენ საჯარო ლექციას თემაზე -„განტოლების ამოხსნა სიმბოლურად და მისი როლი ხელოვნურ ინტელექტში“.

ლექციას უძღვებოდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასოცირებული პროფესორი ბესიკ დუნდუა.

ლექცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ცოდნა გაიმდიდრეს და საკითხის შესახებ ბევრი ახალი შეიტყვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...