ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
პრეზენტაციის სახით მასწავლებელმა ისაუბრა სინდრომის რაობაზე, მოსწავლეებთან ერთად დაანგრია მის შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და მითები და რეალობა ერთმანეთისგან გამიჯნა. ისაუბრეს დაუნის სინდრომის მქონე ცნობილ ადამიანებზე. ასევე, მოწაფეები გაეცნენ ინფორმაციას, თუ რატომ ასოცირდება წინდა დაუნის სინდრომთან.
„მანდაეთის საჯარო სკოლამ მცირე წვლილი შევიტანეთ დაუნის სინდრომის ცნობადობის ამაღლებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
2006 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.
იხილეთ ფოტოები: