აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
21 მარტს, სკოლაში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა.
კონფერენციაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მოწაფეებმა ისაუბრეს დაუნის სინდრომის რაობის, გავრცელებული სტერეოტიპების შესახევ და მითები რეალობისგან გამიჯნეს.
კონფერენცია ჩატარდა ბიოლოგიის მასწავლებლის - ნაირა ლეკიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე ესწრებოდნენ სკოლის ექიმი ნონა ჯანაშია, სპეცმასწავლებელი მარინა მიქაძე და სკოლის პედაგოგები.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.
2006 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.
იხილეთ ფოტოები: