ტყვირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა 
26-03-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ და მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურში ახალისებენ. 

20 მარტს სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

თამაში მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა, ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

სკოლაში მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...