„ვულოცავთ ჩვენს ბიჭს“-ქუთაისის N19 სკოლის მოსწავლე გიორგი გოგლიჩიძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს პირველობაზე​ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
25-03-2025

ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

ამჯერად, სკოლაში მეცხრეკლასელი გიორგი გოგლიჩიძის წარმატებით ხარობენ.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს პირველობაზე 17-წლამდელთა შორის გიორგი გოგლიჩიძე მესამე საპრიზო ადგილის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ და ჩემპიონობას ვუსურვებთ ჩვენს ბიჭს“,- აღნიშნავენ სკოლაში და გიორგი გოგლიჩიძეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...