არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის საერთაშორისო დღე ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
25-03-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში პოეზიის ზეიმი მოეწყო. 

მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მხარდაჭერით, პოეზიის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ. 

პოეზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 21 მარტს. ეს დღე 1999 წელს დააარსა იუნესკოს 30-ე კონგრესმა. პოეზიის საერთაშორისო დღე პირველად იზეიმეს პარიზში 2000 წელს.

პოეზია ეს არის აზრისა და სიტყვის ხატოვნად გამოთქმის ხელოვნება, ეს არის მხატვრული მეტყველება და რიტმული შემოქმედება, რომელიც ზეგავლენას ახდენს გრძნობებსა და წარმოსახვაზე, შეუძლია განკურნოს ადამიანი. არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მხარდაჭერით შეუერთდნენ ლიტერატურულ დღესასწაულს და  პოეზიის პატარა საღამო მოწაყვეს. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართული პოეზიის თვალსაჩინო ნიმუშები და სკოლაში საოცარი განწყობა და ემოციები დაატრიალეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...