არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის მსოფლიო დღე საინტერესო პრეზენტაციით აღნიშნეს
26-03-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

22 მარტს, სკოლის მე- 6 კლასის მოსწავლეებმა წყლის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს და წყლის რესურსების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ და დავზოგოთ წყალი. 

მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ წყლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 22 მარტს 1993 წლიდან აღინიშნება. თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა და  ის ფოკუსირებულია მტკნარი წყლის მნიშვნელობის ხაზგასმაზე.

სამწუხარო ფაქტია, რომ 2,2 მილიარდი ადამიანისთვის სუფთა წყალი ხელმისაწვდომი არ არის.

სწორედ ამიტომ, წყლის მსოფლიო დღის ძირითად მიზანს წყლის გლობალური კრიზისის დაძლევის აუცილებლობა წარმოადგენს.

პრეზენტაცია მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და მასწავლებელს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

„მადლობა ჩემს მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაციების შექმნისთვის, გაზიარებისა და თემით დაინტერესებისთვის!“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...