„ლონდონის ღირშესანიშნაობები“-პროექტი ღების საჯარო სკოლაში
21-06-2018
ღების საჯარო სკოლაში პროექტი ჩატარდა, რომლის თემა -„ლონდონის ღირსშესანიშნაობები“ (London sights) გახლდათ.
პროექტის აქტუალურობა: გამომდინარე იქიდან, რომ ლონდონის ღირსშესანიშნაობები ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ტექსტების განუყრელი კომპონენტებია, მოსწავლემ უნდა იცოდეს ის ყველაზე მეტად პოპულარული ღირსშესანიშნაობები, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული; ასევე, უნდა შეეძლოს ადაპტირებული მასალების დამუშავება-გაანალიზება.
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება და არსებული საკითხის სრულყოფილად გადმოცემა გახლდათ. ასევე, ლონდონის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობების პოსტერისა და პრეზენტაციის მომზადება, ფოტოსურათებითა და მოკლე ტექსტური აღწერილობებით.
პროექტი ითვალისწინებდა მოსწავლეებში წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის ამაღლებას.
მოსწავლეთა ასაკი: VII კლასი;
პროექტის ხელმძღვანელი-ინგლისური ენის პედაგოგი და „ასწავლე საქართველოსთვის“/Teach For Georgia-ს კონსულტანტ-მასწავლებელი თამარ სამსონიძე;
აქტივობები:
მოსწავლეებმა ღირსშესანიშნაობები ინტერნეტში მოძებნეს და მათი წარდგენისთვის საბოლოო რაოდენობაზე შეჯერდნენ. მოძიებული ინფორმაცია დაბეჭდეს და ტექსტზე იმუშავეს, რაც გულისხმობდა თარგმნასა და მნიშვნელოვანი ინფრომაციის გადარჩევას.
ამავდროულად, პრეზენტაცია და პოსტერი ერთად მოამზადეს. ბოლოს, მოსწავლეებმა ლონდონის ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობებზე გადაღებული ვიდეოები იხილეს.
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის შედეგი გრძელვადიანია, ვინაიდან ლიტერატურის დამუშავებისას, მათი სლაიდზე გადატანისას, ცოდნა უფრო მეტად განმტკიცდება.