ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უფროსკლასელმა მოსწავლეებმა ჩაატარეს სემინარი, რომლის ფარგლებშიც ისაუბრეს პოეზიის მნიშვნელეობაზე. ასევე დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია ამ დღის დანიშვნის ისტორიის შესახებ და ქართველო პოეტების შემოქმედება განიხილეს.
პოეზიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 21 მარტს. ეს დღე 1999 წელს დააარსა იუნესკოს 30-ე კონგრესმა. პოეზიის საერთაშორისო დღე პირველად იზეიმეს პარიზში 2000 წელს.
დღესასწაულის მთავარი მიზანია პოეზიის წყალობით შეინარჩუნოს გაქრობის პირზე მყოფი ენები, გააერთიანოს პოეტები მთელი მსოფლიოდან და მისცეს მათ თვითგამოხატვის შესაძლებლობა.
იხილეთ ფოტოები