თბილისის N28 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
27-03-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, არამედ მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში – „ტვინების ბრძოლა“, რომელიც მოსწავლეთათვის ცოდნისა და ლოგიკური აზროვნების დემონსტრირების შესანიშნავი შესაძლებლობა იყო.

შიდასასკოლო ჩემპიონატი მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის გუნდები, რომლებიც ერთმანეთს ცოდნაში, სწრაფ აზროვნებასა და გუნდურად მუშაობის უნარში გაეჯიბრნენ. 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები: 

  • მე-3, მე-4, მე-5 კლასებიდან გაიმარჯვა - მე-3 კლასის გუნდმა;
  • მე-6, მე-7 და მე-8 კლასებიდან გაიმარჯვა - მე-8 კლასის გუნდმა;
  • მე-9, მე-10 და მე-11 კლასებიდან გაიმარჯვა - მე-9 კლასის გუნდმა.

სკოლაში მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და შემდეგ ეტაპზეც წარმატებას უსურვებენ.

„ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...