ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, აღინიშნება მნიშვნელოვაბი ეკოთარიღები.
18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა, რომელიც 2018 წლიდან აღინიშნება მთელ მსოფლიოში. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ.
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული, რათა ხაზი გაესვას ტყეების მნიშვნელობას და ხელი შეუწყოს მათი დაცვის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ამ მნიშვნელოვან დღეებთან დაკავშირებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები, რომლებიც მეორეული, უკვე გამოყენებული ნივთებისგან შექმნეს. მათი ინიციატივა არა მხოლოდ ნარჩენების შემცირებას უწყობს ხელს, არამედ ტყეების დაცვასაც, რადგან მაკულატურის წარმოება დიდ ბუნებრივ რესურსს მოითხოვს. გარდა ამისა, ყოველწლიურად ტყეებში დიდი რაოდენობით ნარჩენი გროვდება, რაც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ გარემოს და მის ბინადრებს.
იხილეთ ფოტოები: