თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მთავარი შესასვლელი მოხატეს
21-06-2018
თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის მთავარი შესასვლელი მოხატეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებას.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203