ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი და დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს 
24-03-2025

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

პედაგოგ ნინო ხუსკივაძის ინიციატივით მე-7 კლასის მოსწავლეებს დაამზადებინა პოსტერი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ამასთან გაეცნენ საინტერესო ინფორმაციებს და ისაუბრეს სინდრომთნ დაკავშირებით. აქტივობის ბოლოს კი აღინიშნა, რომ ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს გვერდით მცხოვრები თითოული ადამიანი საზოგადოების თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული წევრია.

დაუნის სინდრომი - ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ასევე არსებობს დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები: ტრისომია, ტრანსლოკაცია და მოზაიციზმი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...