ქუთაისის N19 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე სკოლის მე-2ა კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს. მოსწავლეებს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრი ნინო კალანდია სინდრომის რაობის შესახებ ესაუბრა, მათთან ერთად სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრია და მითები რეალობისგან გამიჯნა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ 21 მარტი არაა მხოლოდ ჭრელი წინდა. 21 მარტის, სწორად აღქმით და წარმართვით დაუნის სინდრომის მქონე მოზარდების ღირსეულ მომავალს ვუყრით საფუძველს. მომავალს, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.
ეს დღე სიმბოლურად გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინკლუზიურობის, თანასწორობისა და მიმღებლობის კულტურის განვითარება საზოგადოებაში. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია სწორი აღქმები და მიზნობრივი ღონისძიებები.
მოსწავლეებმა ამ დღის აღსანიშნავად ჩაატარეს აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავდა მხარდაჭერას, ერთმანეთის უნიკალურობის აღქმას. მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოირგეს მათივე შექმნილი „ჭრელი წინდები“, არამედ ისაუბრეს დაუნის სინდრომის შესახებ, დახატეს თემატური ნახატები და აქტიურად ჩაერთნენ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ ღონისძიებაში.
ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს სტერეოტიპების დამსხვრებას და ქმნის უფრო ჰუმანურ საზოგადოებას.
იხილეთ ფოტოები: