ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ინიციატივით ხშირად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
ამჯერად ქართული ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ერთობლივი ინიციატივით მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ხატია მარგველიანისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ანჟელა მარგველიანის ორგანიზებით მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები და პლაკატები სლოგანით „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.
უფროსკლასელებმა ინფორმაციის მიწოდების მიზნით წარადგინეს მოკლე ზეპირი პრეზენტაციები უმცროსკლასელთათვის დაუნის სინდრომთან დაკავშირებით. აქტივობა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები: