ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოზე მზრუნველ მოაქალაქეებს ზრდიან.
პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
სწორედ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის განვითარებას დაეთმო მეხუთეკლასელთა ინფორმატიკის გაკვეთილი.
მოსწავლეებმა, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შექმნეს ბროშურები სახელწოდებთ - „დავიცვათ ტყე“,„ტყე სიცოცხლეა“.
„სკოლაში კიდევ ერთი აქტივობა მოეწყო მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ასამაღლებლად“,- აღნიშნავენ სკოლაში და ბავშვებს კვლავ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: