ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭრილია. მათი მიღწევები კი საამაყო.
22 მარტს, ახალქალაქში ჩატარდა ჩემპიონატი კრივში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მერვეკლასელმა - გოჰარ აბდოიანმა და მეხუთეკლასელებმა - არტურ უნანიანმა, სერგეი ქურდოღლიანმა, წარმატებით იასპარეზეს და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს. მეხუთეკლასელმა მოსწავლემ - გარიკ დავთიანმა კი პირველი ადგილი მოიპოვა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლის სპორტის მასწავლებელს - მანუკ დავთიანს მიენიჭა საუკეთესო მწვრთნელის დიპლომი.
სკოლის დირექცია სიამაყით ულოცავს მოსწავლეებს და მასწავლებელს მორიგ წარმატებას და უსურვებს მომავალში კიდევ მრავალ გამარჯვებას.
იხილეთ ფოტოები: