პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით ჩატარდა ინტელექტუალური გუნდური თამაში
24-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 


სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას დიდი ყურადღება ექცევა და ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის ინტელექტუალური თამაშები. 


ამჯერად სკოლაში ჩატარდა ტვინების ბრძოლა, რომელიც მოსწავლეთა დიდი აქტივობით წარიმართა. გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში მოსწავლეები არაერთ უნარს იძენენ, მათ შორის სწავლობენ მოკლე დროში სწრაფ გადაწყვეტილებებს, გუნდურად მუშაობას და ა.შ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...