შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში მათემატიკის π რიცხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
14 მარტი მათემატიკის π რიცხვის საერთაშორისო დღეა, რომლის აღსანიშნავადაც სკოლაში
სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობა ჩატარდა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მათემატიკის მასწავლებლები: ავთანდილ ხურციძე და მარიკა ხურციძე, რომელთა ინიციატივითაც აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი VI ,VII, VIII კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა, წრისა და წრეწირის შესახებ, გაეცნენ π რიცხვთან დაკავშირებულ ისტორიულ ცნობებს, შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით.
იხილეთ ფოტოები: