ფერადი წინდები და მთავარი გზავნილი თანატოლებს ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან - „მზე, რომელიც ერთი სხივით მეტს ანათებს“
24-03-2025

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ახალქალაქის N5 საჯარო სკოლა დგას თანასწორობის სადარაჯოზე; აქედან გამომდინარე, ბავშვებს ბოლომდე აქვთ გააზრებული ტოლერანტობის მნიშვნელობა და ისიც უწყიან, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, - ამ დევიზით, სკოლა დაუნის სინდრომის მიმართ ცნობიერების ამაღლების აქციას შეუერთდა.

მეოთხეკლასელებისთვის, ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილის თემა, დაუნის სინდრომი გახლდათ - მოსწავლეებმა ნახეს საინფორმაციო ვიდეორგოლი, შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, შემდეგ კი სიმბოლურად, ფერადი წინდებით, გამოხატეს თანადგომა.

დღეს, ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა იციან, რომ: „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სწავლობენ და ვითარდებიან.სწორი მხარდაჭერით; ისინი ინტეგრირდებიან ბაღებში, სკოლებში და შემდგომში საზოგადოებაში. მათი შესაძლებლობები იზრდება სიყვარულით, სტიმულითა და შესაბამისი ინკლუზიური გარემოთი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...