ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი აქტივობებით შეუერთდნენ
24-03-2025

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოაყალიბებს.

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას; აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ბავშვების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და მათ შორის გახლავთ გარემოსდაცვითი მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებები.

ახლახან ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა ტყის საერთაშორისო დღეს შთამბეჭდავი ღონისძიებით შეუერთდა.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, შექმნეს ილუსტრაციები, პოსტერები და კიდევ ერთხელ, მოუწოდეს თანატოლებს, რომ ტყე თითოეულმა ადამიანმა უნდა დაიცვას.

ინფორმაციისთვის: გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით 21 მარტი 2012 წლიდან აღინიშნება როგორც ტყეების საერთაშორისო დღე და მისი მიზანია, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...