ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მენტალური არითმეტიკის მასტერკლასი ჩაუტარდათ
24-03-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ტარდება. 

სკოლას UCMAS Georgia-ს წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც მენტალური არითმეტიკის პროგრამას ახორციელებენ. პროგრამა უკვე 4 წელია ტარდება ქუთაისში. იგი ავითარებს განსაკუთრებულ გონებრივ არითმეტიკულ უნარებს, ამასთან ნერგავს თავდაჯერებულობას, ფოკუსირებას და უწყვეტი სწავლისადმი სწრაფვას. 

პროგრამის წარმომადგენლებმა ჩაატარეს მენტალური არითმეტიკის მასტერკლასი, რომლის დროსაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, ადგილზე შეესწავლათ აბაკუსის საბაზისო პრინციპები და მენტალურად ეანგარიშათ.

ვიზიტის ფარგლებში №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისიც გაიგეს, რომ 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს UCMAS-ის მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო კონკურსს. ეს მოვლენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...