24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ.
სკოლაში, ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტუბერკულოზის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, I-IX კლასების მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო ლექცია-სემინარი ჩატარდა.
ლექცია-სემინარს უძღვებოდა გომაროს საჯარო სკოლის ექთანი ქეთევან საგინაძე.
ლექცია საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ ტუბერკულოზი განკურნებადი ინფექციური დაავადებაა, რომლის დამარცხება შესაძლებელია სწორი მკურნალობით. მიუხედავად ამისა, იგი დღემდე რჩება ინფექციური დაავადებებით სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ტუბერკულოზით ყოველდღიურად ავადდება 30 000 და იღუპება 4 500 ადამიანი.
იხილეთ ფოტოები: