„როგორ გავაუმჯობესო თავი?“ - ლესის საჯარო სკოლის პედაგოგმა სალომე ზაქარეიშვილმა VI კლასელებთან სადამრიგებლო საათის ფარგლებში შეხვედრა ჩაატარა
24-03-2025
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ლესის საჯარო სკოლის VI კლასის დამრიგებლემა სალომე ზაქარეიშვილმა სადამრიგებლო საათის ფარგლებში მოსწავლეებთან ჩაატარა შეხვედრა თემაზე - „ჩემი ძალა - როგორ გავაუმჯობესო თავი?“
 
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ამასთანავე, შეავსეს თვითშეფასების კითხვარი. უყურეს სამოტივაციო ვიდეოს წარმატებული ადამიანის შესახებ და შეთანხმდნენ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და საკუთარ თავზე მუშაობა წარმატების მთავარი საიდუმლოა.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...