წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, აქტიურად ზრუნავენ ეკოლოგიაზე და საზოგადოებასაც გარემოს დაცვისკენ მოუწოდებენ.
18 მარტს, სკოლის მოსწავლეები, ნარჩენების გადამუშავების დღესთან დაკავშირებით გამართულ დასუფთავების ღონისძიებას აქტიურად შეუერთდნენ და სკოლისა და სოფლის ტერიტორია დაასუფთავეს.
ეკოაქტივობის შემდეგ კი მოსწავლეებმა აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, სუფთა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ნანა გორგაძემ, ნინო მიდელაშვილმა და ნაირა დარჩიძემ.
იხილეთ ფოტოები: