თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-2 კლასელები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შემეცნებითი აქტივობებით გამოეხმაურნენ
25-03-2025

თბილისის N103 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას შეუერთდა. 

მე-2 კლასელებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით აღნიშნეს. 

პედაგოგი ბავშვებს დაუნის სინდრომის რაობის შესახებ ესაუბრა, მოსწავლეებთან ერთად დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული სტერეოტიპები დაამსხვრია და მითები და რეალობა გამიჯნა. 

პედაგოგმა ბავშვები არაერთ სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში ჩართო, ბავშვებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე  ყოველწლიურად აღინიშნება 21 მარტს. ეს თარიღი სიმბოლურად შეირჩა, რადგან დაუნის სინდრომის გენეტიკური თავისებურება დაკავშირებულია 21-ე ქრომოსომის ტრისომიასთან.
ამ დღის მთავარი მიზანია: გაუმჯობესდეს საზოგადოების ცნობიერება – რათა დაინგრეს სტერეოტიპები და არასწორი შეხედულებები დაუნის სინდრომის მქონე პირებზე.
ხელი შეეწყოს ინკლუზიას – დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები უნდა იყვნენ თანასწორი უფლებების მატარებლები, მათ უნდა ჰქონდეთ განათლების, დასაქმების და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობა.
მტკიცე მხარდაჭერის გაძლიერება – ოჯახების, პედაგოგების, სამედიცინო და სოციალური სფეროს სპეციალისტების როლის გაძლიერება.
დაუნის სინდრომის მსოფლიო ასოციაცია ყოველ წელს ავრცელებს სპეციალურ გზავნილს, რომელიც კონკრეტულ თემას ეძღვნება. 2025 წლის მთავარი გზავნილია: „გავაუმჯობესოთ მხარდამჭერი სისტემები“ . ეს გზავნილი ხაზს უსვამს, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის აუცილებელია ძლიერი, მორგებული და უწყვეტი მხარდაჭერის სისტემები, რომლებიც მათ ცხოვრებას უფრო დამოუკიდებელს, ხარისხიანსა და სრულფასოვანს გახდის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...