ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, ინოვაციური და ტექნოლოგიაზე ორიენტირებული განათლების ხელშეწყობის მიზნით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა ARDUINO UNO-ს პროექტზე იმუშავეს.
ARDUINO UNO არის პროგრამირებადი მიკროკონტროლერი, რომელიც ინჟინერიის, ელექტრონიკისა და პროგრამირების საფუძვლების შესწავლისთვის გამოიყენება.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა გაიგეს, როგორ მუშაობს მიკროკონტროლერები, როგორ ხდება სენსორებისა და სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტების პროგრამირება, ასევე როგორ შეიძლება ამ ტექნოლოგიის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.
აქტივობა მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებს, სადაც მოსწავლეებმა დაგეგმეს და შექმნეს საკუთარი მცირე პროექტები.
პროექტმა მოსწავლეებს არა მხოლოდ ტექნიკური უნარები განუვითარა, არამედ კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარებიც გაუძლიერა.
ასეთი ინოვაციური პროექტები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ტექნოლოგიების სამყაროს უფრო ღრმად ჩაუღრმავდნენ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობაში.
იხილეთ ფოტოები: