პრეისტორიული ხანის ვირტუალური მუზეუმი და ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გიდის როლში 
25-03-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

18 მარტს, სკოლის VII-VIII კლასის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობით (პედაგოგი მზია ანდღულაძე) მოეწყო პრეისტორიული ხანის ვირტუალური მუზეუმი.

გამოფენილ ექსპონანტთა შორის იყო ჰუმანოიდების უძველესი წინაპრების (პრიმატების) ჰომინიდების, პალეოლითის, მეზოლითის, ნეოლითის ხანის ფოტომასალა და არტეფაქტები.

მუზეუმი დაყოფილი იყო სივრცეებად ქრონოლოგიური თანამიმდევრობით. თითოეულ ექსპონანტს ჰქონდა ინფორმაციული აღნიშვნები.

მოსწავლეებმა მოირგეს გიდის როლი და მისულ სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია პირველყოფილი საზოგადოების შექმნის, მათი საქმიანობის შესახებ.  

ბოლოს მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა თავიანთი შთაბეჭდილებები დააფიქსირეს  „შთაბეჭდილებათა წიგნში“.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...