ქალაქ აბაშის კვათანის საჯარო სკოლაში 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
პედაგოგთა ჩართულობითა და ინიციატივით, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, საიდან გაჩნდა ტერმინი დაუნი, რას ნიშნავს ეს სინდრომი და რატომ არის ამ დღის სიმბოლო ჭრელი წინდები. აქტივობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონდომებით ჩაერთნენ ღონისძიებაში, შექმნეს პლაკატები, საინფორმაციო ბუკლეტები და მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუნის სინდრომთან დაკავშირებით.
იხილეთ ფოტოები: