არბოშიკის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორია“
25-03-2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ინიციატივით კი არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება მოსწავლეებისთვის. 

ამჯერად, ისტორიის მასწავლებლის, ნანა ზურაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა მოამზადეს კონფერენცია თემაზე „საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორია“. საკითხმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ არაერთი საინტერესო, დამატებითი ფაქტი მოიძიეს თემაზე. წარადგინეს თავიანთი ნაშრომები და გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნულ პერიოდთან დაკავშირებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...