ოზურგეთის N2 სკოლის პედაგოგი მოსწავლეებს მათემატიკის სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სასწავლო რესურსებს სთავაზობს
25-03-2025

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას სახალისო და საინტერესო აქტივობებით სწავლობენ. 

პედაგოგი თეა ურუშაძე სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს, სტრატეგიასა და აქტივობა-რესურსს მიმართავს და  მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებს. 

14 მარტს მსოფლიო მათემატიკის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პედაგოგმა მოსწავლეებს ეს დღე მიულოცა, π (პი) რიცხვის მნიშვნელობა შეახსენა და მისი გამოყენების გზების ღრმად ჩასაწვდომად ვიდეოგოლი გაუზიარა. 

π -ს დღე პირველად 1988 წელს სამეცნიერო მუზეუმ Exploratorium-ში, სან-ფრანცისკოში აღინიშნა, იგი ფიზიკოსმა ლარი შოუმ დააარსა, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ამერიკულ სისტემაში (თარიღი/თვე) 14 მარტი რიცხვი პის პირველ ციფრებს ემთხვევა π = 3,14…

ყოველწლიურად, 14 მარტს,  მსოფლიოში „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...